ლარის გაუფასურება სებ-ის ინტერესში არ არის

თბილისი (BPI) – “კურსიდან ინფლაციაზე გადაცემა რომ მოიხსნას მპკ-ს გავამკაცრებთ”, – სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ბიზნესპარტნიორს განუცხადა, რომ ინფლაციის რისკის ამოწურვამდე  რეფინანსირების განაკვეთის (7%) გაზრდას განაგრძობს. ეკონომიკის ზრდის დამუხრუჭების არჩევანზე პარალელი ავტომობილის მართვასთან გაავლო, როცა გამოსავალი ერთია.

არჩილ მესტვირიშვილმა ქვეყნის სავალუტო რეზერვების  საკმარისზე მეტობის შესახებ განაცხდა. “ინტერვენცია მოლოდინებზე პასუხის გაცემა იყო, რომ ჩვენ გვაქვს რეზერვები და საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ”, – არჩილ; მესტვირიშვილის თქმით ბაზრისთვის $30 მლნ-მდე მიწოდება ემსახურებოდა სებ-ის მიმართ არასწორ ნეგატიურ განწყობებს, რომ თითქოს სებ-ის ინტერესშია ლარის  გაუფასურება.

მან ასევე აღნიშნა, რომ  სებ-ს  ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფის სხვა ინსტრუმენტებიც გააჩნია, მათ შორის კონტრციკლური ბუფერი (ბანკებისთვის დამატებითი კაპიტალის მოთხოვნა (რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების 0-2.5%), რომელიც მაღალი სასესხო აქტივობისას გადახურებული ბაზრის  დაშოშმინებისთვის გამოიყენება.  ფინანსური კომიტეტის  ბოლო სხდომაზე 0% განისაზღვრა.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …