ლარზე დაანონსებულმა ინვესტიციებმაც იმოქმედა – რა ამყარებს და აუფასურებს ეროვნულ ვალუტას

თბილისი (BPI) – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ლარის კურსზე გავლენა სავარაუდოდ,  გაუმჯობესებულმა მოლოდინებმა და  მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ მოახდინა, თუმცა აღნიშნავს, რომ  კურსის ერთი ან ორი დღის მოძრაობის საფუძველზე დასკვნების გამოტანა შეუძლებელია.

კობა გვენეტაძის თქმით მოკლევადიან პერიოდში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოლოდინებს, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში კი, ე.წ ფუნდამენტურ ფაქტორებს.

„სხვადასხვა ბერკეტი გამოვიყენეთ, სავალუტო რეზერვების ინტერვენციები, ასევე სარეზერვო მოთხოვნების შემცირება უცხოურ ვალუტაში, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ეფექტიანი ბერკეტია, გამკაცრდა მონეტარული პოლიტიკა და საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა. ეს არის კლასიკური ქეისი, რა უნდა გაკეთდეს, არის მოლოდინების გაუმჯობესებაც”, –  კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ სავარაუდოდ დადებითი გავლენა ჰქონდა  პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ინფორმაციასაც.

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …