“ლარის მიმართ ნდობა საკმაოდ დაცემულია” – სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი

თბილისი (BPI) –  “ლარის მიმართ ნდობა  საკმაოდ დაეცა”  –  სებ-ის  ვიცე-პრეზიდენტი  პაპუნა ლეჟავას ეროვნულ  ვალუტის გაუფასურებას ივნისის ბოლოდან ამჩნევს, რაც მოლოდინებით ხსნის, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებმა გააჩინა.

“ტურისტულ შემოდინებებში არის კლება, თუმცა ის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებით გარკვეულწილად დაბალანსებულია”, – სებ–ის ვიცე-პრეზიდენტი  ფუნდამენტური ფაქტორების გაუმჯობესებაზე აცხადებს.

“გაზრდილია ექსპორტი, შემცირებულია იმპორტი. ფუნდამენტურად ჩვენ იმის საფუძველი გვაქვს, რომ ვივარაუდოთ, ლარი რაღაც პერიოდში აუცილებლად გააგრძელებს გამყარებას, თუმცა მეორე, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი, ბაზრის მოთამაშეების მოლოდინებია. ესეც თავის მხრივ, კურსში აისახება”,  – აღნიშნა ლეჟავამ.

სებ-მა  ბაზრის დასარწმუნებლად ჯერ აგვისტოში  გამოიტანა  და ბაზარმა $32.8 მლნ შეისყიდა.  დღესაც $40 მლნ გამოაქვს

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს სახელი ალპების მთებში – Freeride World Tour: Georgia Pro 2026 ავსტრიაში ჩატარდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) ჩართულობითა და ფრირაიდის მსოფლიო ტურის გადაწყვეტილებით, …