კურორტ ცემში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „მზიური“ ახალ სიცოცხლეს შეიძენს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის, კურორტ ცემს მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსი შეემატება და ახალი ტურისტული მიზიდულობის კერა შეიქმნება. ყოფილი სანატორიუმი „მზიურის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 37,09%-იანი წილი, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, 1 მლნ ლარად საკუთრებაში შპს „მზიურს“ გადასცა. საინვესტიციო პირობების მიხედვით, ახალი სასტუმრო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, არანაკლებ 7 500 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 75 ნომრიანი სასტუმრო, ღია საცურაო აუზი, ავტოსადგომი და სპორტული მოედნები აშენდება.
„სანატორიუმი მზიური“ გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან ფუნქციონირებდა და მისი მდებარეობიდან გამომდინარე წარმოადგენდა უნიკალურ გამაჯანსაღებელ კურორტს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ვიზიტორებისთვის. უფუნქციოდ დარჩენილი სანატორიუმი მალე ახალ სიცოცხლეს შეიძენს და ცემის სამკურნალო თვისებების მქონე ჰავასთან ერთად ვიზიტორებს სხვადასხვა სასტუმრო სერვისებს შეთავაზებს.
აღნიშნული საინვესტიციო პროექტი ხელს შეუწყობს ბორჯომის ტურისტული პოტენციალის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …