კუმისში მეცხოველეობის ფერმა ნიბა 2008 დღეში 3 ტონა რძეს აწარმოებს

თბილისი (BPI) – კუმისში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეცხოველეობის ფერმა „ნიბა 2008“ დღეში 3 ტონა რძეს აწარმოებს. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.

„ნიბა 2008“-ში მუდმივად 5 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული, სეზონურად ემატება 10 ადამიანი. .

ფერმის აშენებაში 1,054 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო, აქედან 854 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტის წილია ხოლო დარჩენილი თანხა ბენეფიციარის საკუთარი დანაზოგია.

კომპანია სახელმწიფოს მხარდაჭერით გეგმავს HACCP-ის გადამამუშავებელი წარმოების საერთაშორისო სერტიფიკატი აიღოს.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში – „Energy Week Black Sea 2026“

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო რუმინეთში, ქ. …