კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე საინფორმაციო დაფების განთავსება სავალდებულო გახდება

თბილისი (BPI) – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე საინფორმაციო დაფების განთავსება სავალდებულო გახდება. ნიშანდებასთან დაკავშირებით
ერთიანი სტანდარტი შემუშავდება.

როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარს მოადგილე გიორგი ბეგაძე განმარტავს, როდესაც ტურიზმის განვითარებაზეა მსჯელობა მნიშვნელოვანია ტურისტი იღებდეს სრულფასოვან ინფორმაციას.

გიორგი ბეგაძემ ფესტივალ „ტურისტერის“ ფარგლებში ერთ-ერთ პანელზე საუბრისას აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა განათლების კომიტეტთან ერთად მიმდინარეობს.

ინიციატივა ითვალისწინებს საინფორმაციო დაფებზე წარწერის რამდენიმე ენაზე განთავსებას, რომლის დახმარებითაც ტურისტი მიიღებს ძეგლის შესახებ მინიმალურ ინფორმაციას, იგეგმება ბარკოდების დატანებაც, რომელიც ტურისტებს შესაძლებლობას მისცემს მობილური ტელეფონის აპლიკაციით მიიღოს სრულფასოვანი ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესახებ.

კანონპროექტის ინიცირება უახლოეს მომავალში საგაზაფხულო სესიაზე მოხდება.

ფესტივალი 31 მარტს ბათუმში„ტურიზმის ინსტიტუტისა“ და მარკეტინგული კომპანია „შინდის“ ერთობლივიორგანიზებით გაიმართა.

შემთხვევითი სიახლე

სემეკსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკი) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი …