კრწანისში უნიკალური ტყე–პარკის მოწყობა იგეგმება

თბილისი (BPI) – კრწანისში ტყე-პარკი მოეწყობა. თბილისის მერის თქმით, აკრწანისის ტყე-პარკის განვიტარება ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თავად ტერიტორიას დიდი შესაძლებლობა და რესურსი აქვს.

„თბილისთან ახლოს არსებული ეს ტერიტორია უნდ გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ისეთი სივრცე მოვაწყოთ, სადაც ადამიანს სურვილი გაუჩნდება და შესაძლებლობა ექნება, ოჯახთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად მივიდეს, გაერთოს და მწვანე სივრცეში დაისვენოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს, საზოგადოებას ბიომრავალფეროვნების აღდგენის პროგრამა წარუდგინეს, რომლის ფარგლებშიც, „ველური ბუნების ეროვნული სააგენტო“ იმუშავებს. სააგენტოს მთავარი ფუნქცია ბუნებაში ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის მონიტორინგი იქნება.

კრწანისის ტყე-პარკში განთავსდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორი სააგენტო: „გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრი“ და „ველური ბუნების ეროვნული სააგენტო“. ტერიტორიაზე არსებული ტყის მოწყობისა და მოვლის სამუშაოები განხორციელდება და პარალელურად, „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შესული ხე-მცენარეები დაირგვება,  რომლებიც ეროვნულ საშენ მეურნეობაშია გამოყვანილი. ასევე, შეიქმნება უნიკალური ტყე-პარკი, სადაც წარმოდგენილი იქნება შავიზღვისპირეთიდან შირაქის ნახევარუდაბნოებამდე არსებული ხე-მცენარეები. აქვე მოეწყობა საქართველოს გარეულ ფრინველთა საშენი და მტკვრის აუზის იხტიოფაუნის თევზსაშენი.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …