კორონავირუსის პრევენცია – საქართველომ ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა

თბილისი (BPI) – საქართველოში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დროებით შეწყდა პირდაპირი ავიამიმოსვლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ამის შესახებ უკვე ეცნობა ჩინეთის საავიაციო ხელისუფლებას და შესაბამის ავიაკომპანიას. შეზღუდვა მოქმედებს ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (2020 წლის 29 მარტი). პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება შესაძლებელია გადახედილ იქნეს ჩინეთში შექმნილ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით.

სააგენტოს ცნობით, ამავე პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში ოპერირების განმახორციელებელი ყველა ავიაკომპანიის მიერ, ხდება შესაბამისი უწყებების ინფორმირება ტრანზიტული მგზავრების შესახებ, რომელთა პირველადი გამომგზავრების ადგილი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.

შემთხვევითი სიახლე

აუცილებელია რომ მეტმა ახალგაზრდამ იცოდეს რამდენად მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორის განვითარება – დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის …