კორონავირუსის პრევენცია – საქართველომ ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა

თბილისი (BPI) – საქართველოში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დროებით შეწყდა პირდაპირი ავიამიმოსვლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ამის შესახებ უკვე ეცნობა ჩინეთის საავიაციო ხელისუფლებას და შესაბამის ავიაკომპანიას. შეზღუდვა მოქმედებს ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (2020 წლის 29 მარტი). პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება შესაძლებელია გადახედილ იქნეს ჩინეთში შექმნილ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით.

სააგენტოს ცნობით, ამავე პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში ოპერირების განმახორციელებელი ყველა ავიაკომპანიის მიერ, ხდება შესაბამისი უწყებების ინფორმირება ტრანზიტული მგზავრების შესახებ, რომელთა პირველადი გამომგზავრების ადგილი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ „ეკონომიკურ ფორუმზე“ განახლებადი ენერგიების ხელშემწყობი მექანიზმების შესახებ ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „ეკონომიკური ფორუმის“ …