კორონავირუსის გამო, ჩინეთის ერთ-ერთი სასტუმრო სტუმრებს საუზმეს რობოტის მეშვეობით აწვდის (ვიდეო)

თბილისი (BPI) – ჩინეთს და მთელს მსოფლიოს ახალი კორონავირუსი უტევს. ჩინეთის ქალაქ ხანჩოუს ერთ-ერთმა სასტუმრომ გადაწყვიტა, რომ სტუმრებს საუზმე რობოტების მეშვეობით მიაწოდოს.

ჩინური გამოცემა Global Times-ი წერს, რომ სასტუმრო 16 სართულიანია და იქ 200 ადამიანი ცხოვრობს, რომელთაც ქალაქ უხაში დაინფიცირებულ ერთ-ერთ მგზავრთან ერთად იმგზავრეს. ამის გამო კი 2 კვირით ამ ადამიანების იზოლირება გადაწყდა. ჩინურ მედიაში სასტუმროს სახელი არ ვრცელდება. თუმცა გადაწყვეტილია, რომ სასტუმროში დღეიდან სტუმრებისთვის საკვების დარიგებაზე რობოტი იზრუნებს.

როგორც ირკვევა, რობოტი სასტუმრო ნომერთან მივა და სტუმარს საკვებს მიაწვდის.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …