კონტი ჯგუფი 42% წილიდან არც გასულა, რა საინვესტიციო ქეისით რჩება ამერიკული ჯგუფი

თბილისი (BPI) – კონტი ჯგუფი 42%-ს შეინარჩუნებს.  დაბრუნების პროცედურა არ ესაჭიროება, რადგან სტრუქტურიდან გასვლის ტრანზაქცია არ დასრულებულა და  უბრალოდ შეჩერდება.

კონსორციუმის გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის თქმით,  ამერიკული ჯგუფი  პროექტის წინაშე  რა ვალდებულ;ებებს აიღებს და აპირებს თუ არა ინვესტირებას, კერძო კომპანიები იმსჯელებენ.

ინფრასტრუქტურის მინისტრი ჯერ არაფერს აცხადებს. აგვისტოში ჯგუფი არასაიმედოდ ეჩვერნებოდა.

“სამწუხაროდ, ტენდერში გამარჯვების შემდეგ „კონტი ჯგუფი“ არ ყოფილა ჩართული პროექტის განხორციელებაში. კონსორციუმში 42 პროცენტიანი წილის ფლობის მიუხედავად, ჯგუფს არ მიუღია მონაწილეობა არც პროექტის დაფინანსებაში, არც კონსორციუმის $120 მლნ-იანი საკუთარი კაპიტალის შევსებაში, არც დაფინანსების მოძიებაზე მოლაპარაკებებში.

ყოველივე ეს სერიოზულ ეჭვებს იწვევდა „კონტი ჯგუფის“ პროექტში რეალურად არსებობის შესახებ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2018 წლის 6 დეკემბერს “კონტი ჯგუფის” პრეზიდენტმა კურტ კონტიმ კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭო ოფიციალურად დატოვა.

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …