კონსოლიდირებული ტენდერით თაფლის შესყიდვისას პრეტენდეტს დისკვალიფიკაცია მიენიჭა

თბილისი (BPI) – კონსოლიდირებული ტენდერით თაფლის შესყიდვისას პრეტენდეტს დისკვალიფიკაცია მიენიჭა, – ნატურალური თაფლის შესყიდვაზე აჟიოტაჟს გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გამოეხმაურმა.

ლევან დავითაშვილმა აღნიშა, რომ კონსოლიდირებული ტენდერით ნატურალური თაფლის შესყიდვის საკითხზე აღელვება ნაჩქარევი იყო აღელვება.

“ზოგადად, საზოგადოების და დაინტერესებული პირების მხრიდან არასწორად იქნა გაგებული მიმდინარე პროცესები. კომისიის გადაწყვეტილებით, პრეტენდენტს მიენიჭა დისკვალიფიკაცია, ვინაიდან, წარმოდგენილი ნიმუში არ აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციითა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს,“– განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შესყიდვების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში მითითებულია, რომ ტენდერში დაბალი ფასის შემოთავაზების მქონე კომპანიამ „ვ.ტ“ მოქმედი კანონმდებლობისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის შესაბამისად წარმოადგინა ნატურალური თაფლის ნიმუში. სატენდერო კომისიამ შეაფასა წარმოდგენილი ნიმუში. კომისიის გადაწყვეტილებით, პრეტენდენტს მიენიჭა დისკვალიფიკაცია, ვინაიდან წარმოდგენილი ნიმუში არ აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციითა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. დისკვალიფიკაციის საფუძვლები დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი N70-ში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

რუსთავის წყალმომარაგების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

რუსთავის წყალმომარაგებისა და წყალარინების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, სემეკის …