კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო კომპანია განმეორებით დაჯარიმდა

2022 წლის 20 სექტემბერს, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ,,ეს.ი.ეი-ს“ საჩივრის საფუძველზე განხორციელებული საქმის მოკვლევა დაასრულა და დარღვევის ფაქტი დაადგინა.

საკითხი ეხებოდა – თბილისში, ტურისტებისთვის, ქალაქის ტურის მომსახურების სექტორში ორი კომპანიის დავას, სადაც სააგენტოს მიერ კომპანია ,,ბი ეს თის“ მხრიდან არაკეთილსინდისიერ ქმედება („კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლი) დადასტურდა. კერძოდ, მომჩივნის იდენტური სასაქონლო ნიშნებისა და სატრანსპორტო საშუალებების იერსახის უკანონო გამოყენება. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხსენებულ კომპანიას ფინანსური სანქცია დაეკისრა და კანონდარღვევის აღმოფხვრა დაევალა.

სააგენტოს მიერ წარმოებული დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ მოპასუხე კომპანიისთვის დადგენილი ვალდებულება ნაწილობრივ შესრულდა. აქედან გამომდინარე, სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება – მოპასუხე ეკონომიკური აგენტის განმეორებით დაჯარიმების შესახებ გაზრდილი მოცულობით.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …