კონკურენციის სააგენტომ “ჯი პი აი ჰოლდინგის” საჩივარზე მოკვლევა დაიწყო

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგის” საჩივარი დასაშვებად ცნო და შპს „საქაერონავიგაციის” მიერ „კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის მოკვლევა დაიწყო.

საკითხი შეეხება – სადაზღვევო მომსახურების შეძენის მიზნით გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერში მოპასუხის მიერ შემუშავებული სატენდერო პირობების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობას. კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სააგენტოში შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი, რომელსაც საქმის მოკვლევის წარმოება დაევალა.

სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს მოკვლევის დაწყებიდან, არა უგვიანეს, 6 თვის ვადაში. საქმის მოკვლევა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შესაძლოა 18 თვემდე გაგრძელდეს.

2021 წელს კონკურენციის სააგენტომ 3 მოკვლევა დაასრულა. ამ დროისათვის, შესწავლის პროცესშია- 3 საქმე და 2 საჩივართან მიმართებით სააგენტო დასაშვებადობის საკითხს განიხილავს. ამავე პერიოდში, 2 საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მიმდინარე რეჟიმშია 2 ბაზრის – საავტომობილო საწვავის დაფარმაციის მონიტორინგი, დასრულდა საპორტო გადაზიდვების ბაზრის მონიტორინგი. განხილვის პროცესშია კონცენტრაციის შესახებ ერთი განაცხადი.

შემთხვევითი სიახლე

ევროკავშირის ახალი რეგულაციები პლასტმასის წინააღმდეგ – რა იცვლება რესტორნებსა და სასტუმროებში

ევროკავშირი გარემოს დაცვის მიზნით პლასტმასის მოხმარების შეზღუდვის ახალ, უფრო მკაცრ ეტაპზე გადადის, რაც მნიშვნელოვან გავლენას …