კონკურენციის სააგენტომ ჯი-თი მოტორსისა და ჯ.თ. მოტორსის საქმეზე მოკვლევა დაიწყო

თბილისი (BPI) – საქართველოს კონკურენციის სააგენტომ შპს “ჯი-თი მოტორსის” საჩივრის საფუძველზე მოკლევა დაიწყო. საქმე ეხება კონკურენტი კომპანია “შპს ჯ.თ. მოტორსის” მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო დარღვევის ფაქტს.

საჩივარში საუბარია, ავტოტექმომსახურეობის სფეროში, საქმიანობის იდენტურობაზე – როგორც ლოგოს, ასევე კომპანიის დასახელების მიზანმიმართულ მსგავსებაზე, რაც მომჩივანის პოზიციით, პოტენციური მომხმარებლის და ასევე პარტნიორი კომპანიების დეზინფორმირებას, შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს.

არაკეთილსინდისიერი კონკურენციის კონკრეტული შემთხვევები მოცემულია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლში, რომელიც ითვლისწინებს ეკონომიკური აგენტის ისეთქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საქმიანი ეთიკის ნორმებს და კონკურენტთა, მომხმარებელთა ინტერესებს ლახავს. შესაბამისად, სააგენტოში შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი, რომელთაც – დადგენილ ვადებში, შესაბამის ბაზარზე, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის, საქმიანი ეთიკის პრინიციპების შესაძლო დარღვევის ფაქტის შესწავლა დაევალათ.

2020 წლის იანვარ მაისში კონკურენციის სააგენტომ 1 მოკვლევა დაასრულა, სადაც დადგინდა დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი. ამ დროისათვის, ზემოთაღნიშნული თემის გარდა, მიმდინარე რეჟიმშია 2 მოკვლევა.

ამავე პერიოდში, სააგენტომ 4 ბაზრის მონიტორინგი დაასრულა (ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების, რითეილის, ჩვილ ბავშთა კვების და ავტოდაზღვევის ბაზარი), მიმდინარეობს 3 ბაზრის (პურ პროდუქტები, საავტოობილო საწვავი და ფარმაციის ბაზარი) მონიტორინგი.

შემთხვევითი სიახლე

BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა

თბილისში, Bentley Tbilisi-ის ახალი წარმომადგენლობა გაიხსნა. Bentley Tbilisi-ს წარმომადგენლობას ოპერირებას კომპანიის ექსკლუზიური დისტრიბუტორი „თეგეტა ჰოლდინგი“ …