კონკურენციის სააგენტომ ბანკებში სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება/რეალიზების მონიტორინგი დაიწყო

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ბაზარზე არსებული ვითარების და კონკურენტული გარემოს შესწავლის მიზნით, საბანკო დაწესებულებების მიერ, საკრედიტო ურთიერთობების დროს, სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზების/ რეალიზების ბაზრის მონიტორინგი დაიწყო.

აღნიშნული მონიტორინგი – “დაზღვევის კავშირის” მომართვის და საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფინანსური ორგანიზაციების (ბანკების) მიერ სადაზღვევო ბაზარზე კონკურენციის შესაძლო შეზღუდვა კვლავ გამოწვევად რჩება.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, ბაზრის მონიტორინგის პროცესი საქართველოს ეროვნულ ბანკთან და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურთან ერთად აქტიური კოორდინაციის ფორმატში განხორციელდება.

ამ დროისთვის, საქართველოს ბაზარზე 15 ლიცენზირებული კომერციული ბანკი და 18 ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანია ოპერირებს.

ინფორმაციისთვის: 2022 წელს, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის და საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) მონიტორინგები დაასრულა. ფარმაცევტული ბაზრის შესწავლის ფარგლებში, 13 რეკომენდაცია გაიცა. საავტომობილო ბაზარზე, ვითარების გარკვევის მიზნით, მოკვლევის პროცესი დაწყებულია.

ამ ეტაპზე, მიმდინარე რეჟიმშია შუშის ნარჩენების და გაზის საავტომობილო საწვავის (CNG/LPG) ბაზრების მონიტორინგები.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …