კონკურენციის სააგენტომ აარაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

თბილისი (BPI) – საქართველოს კონკურენციის სააგენტომ, კომპანია Free spirit tours-ის მიერ შეტანილი საჩივრის საფუძველზე, რომელიც არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ქმედებების შესაძლო ფაქტს ეხება, მოკვლევა დაიწყო.

მომჩივანი სააგენტოში წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ კონკურენტი კომპანიის მხრიდან ადგილი აქვს მისი კუთვნილი კომერციული საიდუმლოების თანხმობის გარეშე მოპოვებისა და გამოყენების ფაქტს.

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სააგენტოს კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში, საჩივარში დასმული საკითხების დეტალურ შესწავლას განახორციელებს.

კონკურენციის სააგენტომ 2020 წელს დაასრულა – 2 მოკვლევა, სადაც ერთში დაფიქსირდა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყების ფაქტი, ეკონომიკურ აგენტს დაეკისრა შესაბამისი სანქცია, მეორეში კი დადასტურდა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი. ამ დროისათვის, მიმდინარეობს 4 მოკვლევის პროცესი. ამავე პერიოდში, კონკურენციის სააგენტომ დაასრულა – 5 ბაზრის მონიტორინგი, მიმდინარეა – 3. ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის შესახებ გაიცა – 1 თანხმობა.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი …