კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შუშის ნარჩენების შეგროვება/გადამუშავების ბაზრის მონიტორინგი დაიწყო

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შუშის ნარჩენების შეგროვება/გადამუშავების ბაზრის მონიტორინგი დაიწყო. პროცესს საფუძვლად დაედო საქართველოს პარლამენტის წევრის მომართვა და ხორციელდება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მონიტორინგის მიზანია – კონკურენციის ჭრილში, საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე არსებული ზოგადი ვითარების, მოქმედი ძირითადი ფაქტორების, არსებული ბარიერების ანალიზი/შესწავლა და კონკურენტული გარემოს შეფასება.

შუშის ნარჩენების შეგროვება/გადამუშავების ბაზრის მონიტორინგის მიმდინარეობის და მიღებული შედეგების შესახებ საზოგადოება და დაინტერესებული პირები დამატებით იქნება ინფორმირებული.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ …