კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, „VESTEL“-თან პირობითი ვალდებულების შეთანხმება გააფორმა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, მოვაჭრე „VESTEL“-თან პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმება გააფორმა.

სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, VESTEL-ს დაევალა:

– შეცვალოს კომპანიის შიდა პოლიტიკა და შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს;

– მომხმარებლებს ქართულ ენაზე – მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია, რომელიც უნდა განათავსოს როგორც სავაჭრო ობიექტებში, ასევე ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.vestel.ge;

– ჩამოაყალიბოს კანონთან შესაბამისი მკაფიო საგარანტიო პირობები;

– აღადგინოს იმ მომხმარებელთა უფლებები, რომელთაც სავარაუდოდ, კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად უფლებები დაერღვათ.

შეთანხმების შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია 3 (სამი) თვის ვადაში სააგენტოს ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარუდგინოს.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან – 2023 წლის ივლისის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 317 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 190 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. 9 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ – მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 93 საქმეზე – 56 შეთანხმება გააფორმა. 50 საქმეზე გაფორმებულ 30 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 18 დარღვევის ფაქტი – 32 საქმეზე, ხოლო 4 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 3 მოვაჭრეს, 12 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა.

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …