კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ უკრაინული კომპანიის წინააღმდეგ წარმოდგენილი საჩივარი დაუშვებლად ცნო

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, „სოფთლაინ საქართველოს“ საჩივარი, უკრაინული კომპანია „ბაკო ტექის“ მიერ, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტზე დაუშვებლად ცნო.

სააგენტოში წარმოდგენილი საჩივარი შეეხებოდა – უკრაინული კომპანიის მიერ მომჩივანთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტას და მასზე გარკვეული შინაარსის ცნობების გავრცელებას. სააგენტოს გადაწყვეტილებით, საქმეზე მოკვლევის დაწყების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან კომპანიები სხვადასხვა გეოგრაფიულ/პროდუქციულ ბაზარზე საქმიანობენ და ერთმანეთის კონკურენტებს არ წარმოადგენენ.

ამ დროისთვის, კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოკვლევის 4 საქმეს განიხილავს – საავტომობილო საწვავის ბაზარზე შეთანხმებული ქმედების სავარაუდო ფაქტს; სათარჯიმნო სექტორში – დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და შეთანხმებული ქმედების სავარაუდო შემთხვევას; ავტო მომსახურების სექტორში – ადმინისტრაციული უწყების მხრიდან, კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო ფაქტს და საზღვაო გადაზიდვების სექტორში – დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო დარღვევის შემთხვევას.

2022 წელს, დასრულდა 2 მოკვლევა: 1. სადაზღვევო/ჰოსპიტალურ სექტორში, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სადაც 2 რეკომენდაცია გაიცა და 2. ტურისტულ სექტორში, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტზე, სადაც დარღვევა დადასტურდა, მოპასუხე კომპანიას ფინანსური სანქცია დაეკისრა და კანონდარღვევის დაუყოვნებლივ აღმოფხვრა დაევალა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …