კონკურენციის ეროვნული სააგენტო რეგიონებში ადგილობრივ ბიზნესთან შეხვედრებს აგრძელებს

19-20 ნოემბერს, გორსა და ახალციხეში, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინიცირებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის პროექტის (AA Facility) და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, სემინარები განხორციელდა. ადგილობრივი ხელისუფლების, მეწარმეებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის გამართული სამუშაო შეხვედრა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ გახსნა და მონაწილეებს კონკურენციის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებისა და მიღებული შედეგების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ – სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბიზნესისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ვეკუა; AA Facility-ის პროექტის ექსპერტი, ნინო მუჯირი; კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან კალანდაძე; სააგენტოს ანტიდემპინგური ღონისძიების დეპარტამენტის უფროსი, ნიკა სერგია და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი მოადგილე, მედეა აკოლაშვილი.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა და მონაწილეებმა ერთობლივად იმსჯელეს სააგენტოს ახალ უფლებამოსილებებსა და პროცედურულ ნორმებზე, კონკურენციის სამართლებრივ წარმოებაში სასამართლოს როლზე, ინფორმაციის გამოთხოვის და ადგილზე შემოწმების მექანიზმებზე, კონცენტრაციების კონტროლის საკითხებზე, საერთაშორისო პრაქტიკასა და მიდგომებზე. ასევე, ეკონომიკის რეგულირებად სექტორებში კონკურენციის აღსრულების მეთოდებზე, ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების მიზნით შესწავლის განხორციელების წესისა და პროცედურების შესახებ და ა.შ.

პირველი გასვლაში სამუშაო შეხვედრა ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან კახეთის რეგიონში შედგა. შემდეგი შეხვედრები ანტიდემპინგური და კონკურენციის კანონმდებლობის შესახებ ქუთაისში, ბათუმში და ზუგდიდშია დაგეგმილი.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …