კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, კომპანია „დილსი 2020“ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ონლაინ ვაჭრობის სექტორში, შპს „დილსი 2020“, დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა.

საკითხი ეხება – „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტს. კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს ევალებოდა – მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების, საქონელზე ფასების მითითების, საქონლის მიწოდების ვადების და კანონისმიერი გარანტიის პირობების დარღვევის ფაქტების აღმოფხვრა.

ზემოაღნიშნული ვალდებულებების შესასრულებლად და მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღსადგენად მოვაჭრეს სააგენტოს მიერ  განესაზღვრა 1 თვის ვადა, რაც მის მიერ არ შესრულდა. შესაბამისად, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, შპს „დილსი 2020“ 600 ლარის ოდენობით დაჯარიმდა.

ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს  სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან – 2023 წლის ივლისის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 317 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 190 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. 9 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ – მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 93 საქმეზე – 56 შეთანხმება გააფორმა. 50 საქმეზე გაფორმებულ 30 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 18 დარღვევის ფაქტი – 32 საქმეზე, ხოლო 4 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 3 მოვაჭრეს, 12 საქმეზე  ჯარიმა დაეკისრა.

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …