კომპანიების 76 %-ს პანდემიის შედეგად ბრუნვა შეუმცირდა-კვლევა

თბილისი (BPI) – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ COVID19-ის ბიზნესზე გავლენის კვლევის მეორე ეტაპი დაასრულა. კვლევა ჩატარდა მიმდინარე წლის ივნისში, საგანგებო მდგომარეობის-ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნის შემდეგ და წარმოადგენს ორეტაპიანი გამოკითხვის დასკვნით ნაწილს.

კვლევაში მონაწილეობა 1 553 ბიზნეს სუბიექტმა მიიღო, ძირითადად მცირე და საშუალო მეწარმეებმა საქართველოს რეგიონებიდან და ასახავს, როგორც ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე ბიზნესის მოლოდინებსა და გამოწვევებს.

გამოკითხულთა 89% რეგიონულ ბიზნეს, ხოლო 97% მცირე და საშუალო მეწარმეებს წარმოადგენს. კვლევაში 50 -მდე სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კვლევის ძირითადი მიმართულებები ეხება – კერძო სექტორის მიმდინარე ზარალის და გამოწვევების, ბიზნესის მოლოდინების, საშეღავათო პერიოდის, დისტანციური მუშაობისა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შეფასებას.

კვლევისას გამოიკვეთა, რომ კომპანიების 76 % პანდემიის შედეგად ბრუნვა შეუმცირდა, 39% დაგეგმილ ინვესტიციებს ვერ ახორციელებს, კომპანიების 43%-მა უკვე შეუმცირა დასაქმებულებს ხელფასი და სხვა. მეწარმეთა 91% -მა დადებითად შეაფასა მთავრობის მიერ COVID-19 -ის გავრცელების პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გატარებული ღონისძიებები.

აღნიშნული შედეგების შესწავლის საფუძველზე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს დონორი ორგანიზაციებისთვის და შესაბამისი საჯარო უწყებებისთვის.

კვლევის პირველი ეტაპი 2020 წლის მარტში, საგანგებო მდგომარეობის / ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებამდე ჩატარდა.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …