კომპანია “ბევრილი ჯგუფი” განცხადებას ავრცელებს

თბილისი (BPI) – კომპანია “ბევრილი ჯგუფი” განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო დროს მედიაში ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაცია ვრცელდება.

“დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ოთხი წარმოშობის ხორბალი დომინირებს, რომელთა შორისაა ადგილობრივი-ქართული, ყაზახეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან შემოსული ხორბალი. საქართველოში წარმოებული ხორბალი სასურსათო მარაგების შესავსებად საკმარისი არ არის, ხოლო კლიმატური პირობების გამო, ყაზახეთში სექტემბრამდე ხორბლის მოყვანა ვერ ხორციელდება, რის გამოც, მისი შემოტანა საქართველოში ნოემბრის თვემდე შეუძლებელია, რაც ქმნის ქვეყნის სასურსათო მარაგების დეფიციტს და აუცილებელი ხდება ბაზრების დივერსიფიცირება.

გასულ წელს ხორბლის იმპორტი განახორციელა 115-მა ეკონომიკურმა აგენტმა. წლების მიხედვით იმპორტიორი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა მზარდია და ბაზარზე არ ფიქსირდება დომინირებული მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტი. ბოლო წლებში კომპანია ,,ბევრილი ჯგუფის’’ მიერ შემცირდა ხორბლის იმპორტის მოცულობა, რასაც მოწმობს კონკურენციის სააგენტოს 2020 წელს გამოქვეყნებული დასკვნაც, რომელიც საჯაროა.

რაც შეეხება პურის ფასს და მასზე რომელიმე ერთი კომპანიის გავლენას, გვსურს ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ კომპანია ,,ბევრილი ჯგუფის’’ მიერ წარმოებული პური საერთო მოთხოვნადი რაოდენობის 0.1%-ს შეადგენს, ამ მონაცემების გამო, ის არ ითვლება პურის მწარმოებელ მსხვილ კომპანიათა რიგში და მისი გავლენა პურის ფასის ცვლილებაზე პრაქტიკულად ნულს უთანაბრდება.

ჩვენ შევახსენებთ მაუწყებლებს სამართლებრივ რეგულაციებს და მოვუწოდებთ, მიაწოდონ საზოგადოებას ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაცია, რისთვისაც გამოვთქვამთ მზაობას ნებისმიერ საეთერო დროს პირდაპირ ეთერში ფაქტებით დავადასტუროთ მონაცემების სისწორე.

შაბათის ეთერში გასული სიუჟეტის გამო, კომპანია მიმართავს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და ფიქრობს სამართლებრივი გზებით საქმიანი რეპუტაციის დაცვას სასამართლოში”, – ნათქვამია კომპანია “ბევრილი ჯგუფის’’ იურისტის ლევან გვრიტიშვილის განცხადებაში.

 

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …