კომპანია „ასტრაზენეკა“ 2030 წლამდე ჩინეთში 15 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს

ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანია „ასტრაზენეკა“ ჩინეთში 15 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს. ამის შესახებ კომპანიის პრესრელიზშია აღნიშნული.

როგორც ცნობილია, ინვესტიცია 2030 წლამდე განხორციელდება და გამოყენებული იქნება მედიკამენტების, წარმოების, კვლევისა და განვითარების გაფართოებისთვის.

„კომპანიის გაფართოება და ლიდერობა ჩინეთში ბრიტანულ მწარმოებელს ზრდაში დაეხმარება, რაც დიდ ბრიტანეთში ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ქ. წყალტუბოში გამართულ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეულის შემაჯამებელ ღონისძიებაში

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ქ. წყალტუბოში …