კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 3.58%-ით შემცირდა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2022 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით 1.56 მლრდ ლარით (3.58%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.41%-ით შემცირდა) და მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის 42.09 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 254.78 მლნ ლარით (1.14%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.82 მლრდ ლარით (8.56%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 2.03%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2022 წლის ივლისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.83 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.10%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12.12 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 9.55%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.01%-ით ნაკლები).
2022 წლის ივლისის განმავლობაში 1.07%-ით, ანუ 242.02 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის 22.34 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 53.88 პროცენტი შეადგინა, 2022 წლის პირველი ივლისის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 2.51 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.80 პროცენტული პუნქტით).

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …