კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა იანვარში, წინა თვესთან შედარებით 2.15%-ით შემცირდა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2022 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით 924.29 მლნ ლარით (2.15%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.09%-ით შემცირდა) და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 42.16 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 185.18 მლნ ლარით (0.87%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 739.11 მლნ ლარით (3.37%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 1.29%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2022 წლის იანვრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.67 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.75%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 13.18 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.86%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.01%-ით ნაკლები).

2022 წლის იანვრის განმავლობაში 0.50%-ით, ანუ 108.41 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 21.44 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 49.77 პროცენტი შეადგინა, 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.64 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.11 პროცენტული პუნქტით).

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …