კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 3.93%-ით გაიზარდა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2021 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით 1.63 მლრდ ლარით (3.93%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 3.70%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 43.03 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 685.88 მლნ ლარით (3.35%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 941.36 მლნ ლარით (4.50%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 4.04%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის დეკემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.92 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 5.29%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.69 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.66%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 4.21%-ით მეტი).

2021 წლის დეკემბრის განმავლობაში 3.10%-ით, ანუ 646.57 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 21.52 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 49.16 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.28 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.17 პროცენტული პუნქტით).

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …