კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 1.69%-ით გაიზარდა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2021 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით 690.98 მლნ ლარით (1.69%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.08%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 41.70 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 368.03 მლნ ლარით (1.86%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 322.95 მლნ ლარით (1.52%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.34%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის ოქტომბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.55 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.12%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.48 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.28%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.11%-ით მეტი).

2021 წლის ოქტომბრის განმავლობაში 1.82%-ით, ანუ 372.36 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 20.79 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 48.42 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.08 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.37 პროცენტული პუნქტით).

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …