კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2.39%-ით გაიზარდა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2023 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით 1.15 მლრდ ლარით (2.39%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.99%-ით გაიზარდა) და სექტემბრის ბოლოს 49.17 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 603.20 მლნ ლარით (2.28%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 543.78 მლნ ლარით (2.52%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.64%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2023 წლის სექტემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 8.01 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.37%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.84 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.54%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.65%-ით მეტი).
2023 წლის სექტემბრის განმავლობაში 1.24%-ით, ანუ 317.76 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და სექტემბრის ბოლოსათვის 25.84 მლრდ ლარი შეადგინა.
2023 წლის სექტემბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.01 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.06 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.16 პროცენტული პუნქტით).

შემთხვევითი სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი: ფრანგული Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიცაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, საქართველოს სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის ოპერირებას განახლებული პირობებით, 5 წლით გააგრძელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს აეროპორტების …