კომერსანტი: დაზღვევის ზედამხედველობას დავით ონოფრიშვილი უხელმძღვანელებს

თბილისი (BPI) – „კომერსანტის“  ექსკლუზიური ინფორმაციით, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე „თავისუფალი დემოკრატების“ ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე, ყოფილი ფინანსთა მინისტრი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი ინიშნება. 

ინფორმაცია „კომერსანტს“ უკვე დაუდასტურეს საქართველოს პარლამენტში და მთავრობის კანცელარიაში. 

დავით ონოფრიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის სპეციალობით 1984 წელს, 1991 წელს რუსეთის სახალხო მეურნეობის პროგნოზირების ინსტიტუტის ასპირანტურა, 1994 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტი (ნიუ-იორკი).

1984-1991 წლების მანძილზე ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. 1992-93 წლებში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს მინისტრთა კაბინეტში. 1994-95 წლებში ონოფრიშვილი მუშაობდა მსოფლიო ბანკის ექსპერტ-კონსტულტანტად საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების და წაგებიან საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროექტებზე.

კომერსანტი

შემთხვევითი სიახლე

ჩინეთი ვიეტნამის საზღვრის დასაცავად ანდროიდებს გამოიყენებს

ჩინური კომპანია UBTech Robotics მასშტაბურ შეკვეთას მიიღებს, რომელიც ითვალისწინებს საზღვრის დაცვასა და კონტროლში ჰუმანოიდური რობოტების …