კოლხეთის ეროვნულ პარკში თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოეწყობა

თბილისი (BPI) – სათევზაო ტურიზმი, „თოკების პარკი“, საკემპინგე სივრცე და კოტეჯები, – კოლხეთის ეროვნულ პარკში ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და USAID-ის “ზრდა” პროექტს შორის გაფორმებული მემორანდუმი.

მემორანდუმის თანახმად, ასევე აშენდება ახალი ნავმისადგომი და ჩიტებზე დაკვირვების კოშკურები, დასუფთავდება სანაპირო ზოლი. ადმინისტრაცია აღიჭურვება ყველა საჭირო ინვენტარით.

პროექტი ანაკლიის ეკონომიკური განვითარების (ACED) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება და დაგეგმილი აქტივობები 2020 წლის დეკემბერში დასრულდება.

მემორანდუმი ითვალისწინებს კოლხეთის ეროვნული პარკის განვითარების კონცეფციის შექმნას.

მხარეები იმედოვნებენ, რომ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონში დამატებითი ეკოტურისტული ატრაქციის შექმნასა და ტურისტული ნაკადების ზრდას.

კოლხეთის ეროვნული პარკი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული, ჭარბტენიანი დაცული ტერიტორიაა. პარკში არსებული კოლხური ტყე მიმდინარე წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის სტატუსის მოსაპოვებლად წარადგინეს.

ანაკლიის ეკონომიკური განვითარების (ACED) პროგრამა ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა (ADC) და USAID-ს „ზრდა“ პროექტის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც ანაკლიის და მეზობელი სოფლების ეკონომიკურ განვითარებას ისახავს მიზნად. 

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …