კოვიდ-პასპორტების ახალი სისტემის კარგად მუშაობის შემთხვევაში, გვექნება საშუალება, რესტორნების სამუშაო საათებთან დაკავშირებული შეზღუდვები შევამსუბუქოთ – ნათია თურნავა

კოვიდ-პასპორტების სისტემის  სარესტორნე ბიზნესებზე გავრცელება იმედს მაძლევს, რომ მომავალში, როდესაც დავრწმუნდებით, ახალი სისტემა სწორად მუშაობს, სწორად მიმდინარეობს კონტროლი და არ ხდება მისთვის თავის არიდება, საშუალება გვექნება, რესტორნების სამუშაო საათებთან დაკავშირებული შეზღუდვები შევამსუბუქოთ”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი2″-ს ეთერში საუბრისას.
ნათია თურნავას განმარტებით, მთავრობის გადაწყვეტილება კოვიდ-პასპორტების შემოღებასთან დაკავშირებით საშუალებას იძლევა, რომ მომავალში ბიზნესს კიდევ უფრო მეტად შეუმსუბუქდეს არსებული შეზღუდვები. მინისტრის თქმით, ასეთ შემთხვევაში საათობრივი შეზღუდვა აზრს დაკარგავს, თუმცა, ეს არ მოხდება ერთდროულად.
„ჯერ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ახალი სისტემა, რომელიც შემოგვაქვს, მართლაც მუშაობს და ყველა კეთილსინდისიერად იცავს მას. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება, რადგან თავად ინდუსტრია იყო ძალიან მონდომებული. როდესაც ამაში დავრწმუნდებით, მათ შორის მედიკოსები, რა თქმა უნდა, ისევ დავსვამთ საკითხს ბევრი შეზღუდვის მოხსნის შესახებ, მათ შორის სამუშაო საათებთან დაკავშირებით. მოდით, ჯერ შემოვიღოთ უსაფრთხოების ეს სტანდარტი, გარკვეულწილად გავამკაცროთ კონტროლი – რომ ნამდვილად ჯანმრთელი ადამიანები სტუმრობენ ზამთრის კურორტებს, რესტორნებს თუ სასტუმროებს. შემდეგ კი, თუ დავრწმუნდებით, რომ ეს ყველაფერი კარგად მუშაობს, რასაკვირველია, გვექნება საფუძველი, რომ შეზღუდვები კიდევ უფრო შევამსუბუქოთ. დღეს ამის გაკეთება უბრალოდ, სწორი არ იქნება”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …