კოდა საწარმოო ნარჩენებისგან ბიოსასუქის წარმოებას გეგმავს

თბილისი (BPI) – კომპანია „კოდა“ საწარმოში წარმოქმნილი ნარჩენებით ბიოსასუქის წარმოების დაწყებას აპირებს.

კომპანიის გენერალური დირექტორის, ზურაბ ჭუჭულაშვილის განმარტებით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 700-დან 900 ათას დოლარამდეა.

„ყველა წარმოებას აქვს ბიონარჩენები, რომლის ლიკვიდაცია საკმაოდ რთულია. ვფიქრობ, ამ პროექტის განხორციელება დაეხმარება საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას და ნარჩენების გადამუშავების მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება,“ – განაცხადა ჭუჭულაშვილმა.

კოდას გენერალური დირექტორის განმარტებით, ბაზრის მოკვლევა უკვე მიმდინარეობს, პროექტის განხორციელება კი წლის ბოლოსთვის დაიწყება. კომპანიაში აცხადებენ, რომ პროდუქტი პირველ ეტაპზე ადგილობრივი ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი, თუმცა ბიოსასუქის წარმოებას მზარდი საექსპორტო პოდენციალი გააჩნია.

ბიზნესპარტნიორი

შემთხვევითი სიახლე

სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევაა, რომ იღებენ ჭარბად უცხოელ სტუდენტებს – ირაკლი კობახიძე

სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევაა, რომ იღებენ ჭარბად უცხოელ სტუდენტებს, ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი – ბიზნესი …