კობა გვენეტაძე წლის ბოლოსთვის 3%-იან ინფლაციას ელის

თბილისი (BPI) – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იანვარში ინფლაციის შემცირებაზე აცხადებს. ბანკმა თებერვლის მონეტარული პოლიტიკის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მოცემულია ინფლაციის პროგნოზი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის საპროგნოზო ტრაექტორია, აგრეთვე, დეტალურადაა აღწერილი ის ფაქტორები, რასაც მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები ეფუძნება.

“როგორც მოსალოდნელი იყო, იანვარში ინფლაციამ შემცირება დაიწყო და 6.4% შეადგინა. პოლიტიკის გამკაცრებამ ინფლაციაზე წნეხის შენელებას შეუწყო ხელი. პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია წლის განმავლობაში შემცირებას განაგრძობს და წლის ბოლოსთვის 3% – იან მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება,” – აცხადებს კობა გვენეტაძე.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …