კობა გვენეტაძე თავის უკრაინელ კოლეგას ონლაინ ფორმატში შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე Національний банк України – ის მმართველს, კირილო შევჩენკოსა და მის მოადგილეს, სერგი ნიკოლაიჩუკს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც ონლაინ ფორმატში გაიმართა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2008 წლის რუსეთ – საქართველოს ომის დროს ეროვნული ბანკის ანტიკრიზისულ გამოცდილებას.
🇺🇦 უკრაინის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ ქართველ კოლეგას გააცნო მათ მიერ უკრაინის საფინანსო სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად გატარებული ზომები. შეხვედრისას კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი სრულად უჭერს მხარს უკრაინელ ხალხს.
🇬🇪 ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს 2022 წლის 27 თებერვალს უკვე მიეცათ. კობა გვენეტაძემ კიდევ ერთხელ დაუდასტურა უკრაინელ კოლეგებს მხარდაჭერა და გამოხატა სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ.

შემთხვევითი სიახლე

სემეკსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკი) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი …