კობა გვენეტაძე – ეროვნული ბანკი ზოგჯერ არაპოპულარულ, მტკივნეულ, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილებებს იღებს

ამ წუთებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეროვნული ბაკნის 2021 წლის ანგარიშს წარადგენს. მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტორებზე, რომელმაც ინფლაციის ზრდა გამოიწვია და ვრცლად ისაუბრა ყველა იმ ნაბიჯზე, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ამ მიმართულებით გადადგა.

“გლობალურად ცენტრალურმა ბანკებმა 2021 წელს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისაგან თავი შეიკავეს. თუმცა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფლაციური მოლოდინების ზრდის და ე.წ. „მეორე რაუნდის“ ეფექტების რისკები, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ადრიდანვე დაინახა და ამ რისკების აღსაკვეთად მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. კერძოდ, 2021 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ეტაპობრივად, 8.0 პროცენტიდან 10.5 პროცენტამდე და მოგვიანებით უკვე 11%-მდე გაზარდა. მსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ეროვნული ბანკი ზოგჯერ არაპოპულარულ, მტკივნეულ, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილებებს იღებს. მისი თითოეული გადაწყვეტილება არის ოპტიმალური და ის ცდილობს მოძებნოს ოქროს შუალედი ფასების სტაბილურობის ყველაზე ნაკლები დანახარჯებით შესანარჩუნებლად. როგორც ეს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონშია განმარტებული, „მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის შესახებ უნდა ეფუძნებოდეს საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნებას და არ უნდა იყოს გადამწყვეტი ისეთი მოკლევადიანი მიზნების მიღწევა, რომლებმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობაზე”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …