კობა გვენეტაძემ „სამი ზღვის ინიციატივის“ ფარგლებში გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

მონეტარული პოლიტიკის გამოწვევები, პოსტპანედმიური რეალობა და რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის ეკონომიკურ შედეგები განიხილეს „სამი ზღვის ინიციატივის“ (Three Seas Initiative) ფარგლებში გამართულ ცენტრალური ბანკების კონფერენციაზე, რომელსაც პოლონეთის ეროვნული ბანკი, პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას პატრონაჟით მასპინძლობს.

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, ამ ინიციატივის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მიიწვიეს. საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელთან ერთად კონფერენციაში უკრაინისა და მოლდოვის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტებმაც მიიღეს  მონაწილეობა.

კონფერენციას ესწრებოდნენ „სამი ზღვის ინიციატივის“ წევრი ქვეყნების ცენტრალური ბანკირები და მაღალი რანგის წარმომადგენლები.

„სამი ზღვის ინიციატივა“ აერთიანებს ევროკავშირის წევრ 12 ქვეყანას – ავსტრიას, ბულგარეთს, ხორვატიას, ჩეხეთის რესპუბლიკას, ესტონეთს, უნგრეთს ლატვიას, ლიეტუვას, პოლონეთს, რუმინეთს სლოვაკეთსა და სლოვენიას. ინიციატივა, რომელიც ხორვატიამ და პოლონეთმა 2015 წელს წამოიწყეს, მიზნად ისახავს ბალტიის, ადრიატიკისა და შავ ზღვებს შორის ფიზიკური და ციფრული კავშირების გაღრმავებას.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …