კობა გვენეტაძემ ნონა გაფრინდაშვილს თამარ მეფის საკოლექციო მონეტა საჩუქრად გადასცა

სებ-ის პრეზიდენტმა ნონა გაფრინდაშვილს თამარ მეფის საკოლექციო მონეტა საჩუქრად გადასცა. როგორც კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს, როდესაც ეროვნული ბანკი ახალ საკოლექციო მონეტას უშვებს, მას  გამორჩეული ღვაწლის მქონე ადამიანებს საჩუქრად გადასცემენ, ვისი მოღვაწეობაც მონეტის თემას მიესადაგება.

“ეს გადაწყვეტილება ყოველთვის ხანგრძლივი ფიქრის და მსჯელობის საგანია. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ თამარ მეფის მონეტის შემთხვევაში, გადაწყვეტილება მყისიერი და ერთსულოვანი იყო.

ქალბატონი ნონა – პირველი დიდოსტატი ქალი მოჭადრაკე და მრავალგზის ჩემპიონი, რომელიც თამარ მეფის მსგავსად, ტოლს არ უდებდა მამაკაცებს იმ დარგში, სადაც ქალის მასშტაბური წარმატება წარმოუდგენელი იყო. მან ქალთა ჭადრაკი მამაკაცთა ჭადრაკის დონეზე აიყვანა და საქართველოს სახელი მსოფლიო მასშტაბით წარმოაჩინა. ვფიქრობ, საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებისგან თამარის საკოლექციო მონეტის გადაცემა მისი საქვეყნო ღვაწლის სიმბოლური აღიარებაა. ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ მონეტის მთლიანი თანხა ეროვნული ბანკის თანამშრომელთა ძალისხმევით შეგროვდა”, წერს კობა გვენეტაძე.

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …