კობახიძე გადადგა სკამზე დასაჯდომად თალაკვაძე ემზადება

თბილისი (BPI) – ირაკლი კობახიძე გადადგა და პარლამენტის თავმჯდომარის გამოთავისუფლებულ ადგილს სავარაუდოდ არჩილ თალაკვაძე დაიკავებს. უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამდროისთვის გუნდი ერთადერთი კანდიდატურა განიხილავს.

არჩილ თალაკვაძე სხვადასხვა დროს იკავებდა შემდეგ თანამდებობებს: 2006 — 2007 წლებში იყო USAID-ის პროექტის კოორდინატორი; 2007 — 2008 წლებში სახალხო დამცველის ოფისის პროექტის მენეჯერი; 2008 — 2009 წლებში სახალხო დამცველის აპარატის მრჩეველი; 2010 წელს სახალხო დამცველის ოფისის მრჩეველი მენეჯმენტის საკითხებში; 2011 — 2012 წლებში G3, USAID, დირექტორის მოადგილე; 2012 — 2014 წლებში სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე; 2014 — 2016 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

პარლამენტში ოზურგეთის მაჟორიტარული კენჭისყრის წესით აირჩიეს. 2012 და 2016 წლის არჩევნების პერიოდში თალაკვაძე მთავრობაში ორ სხვადასხვა პოზიციას ასრულებდა — სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …