კლინიკების ლიცენზირება გამკაცრდება

თბილისი (BPI) – კლინიკების ლიცენზირების წესების გამკაცრების მნიშვნელობაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა სისტემაში დაგეგმილი რეფორმების პრეზენტაციაზე.

ეკატერინე ტიკარაძემ მოსახლეობის რაოდენობისა და კლინიკების რაოდენობის შესაბამისობაზე განაცხადა – ჰოსპიტალებ დიდი დოზით არის წარმოდგენილი, შეუსაბამოა თბილისში  ექიმებისა და კლინიკების სიჭარბე, რეგიონებში – დეფიციტი.

ტიკარაძე ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და ფასის შესაბამისობის მნიშვნელობაზეც აცხადებს.

ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სახელმწიფომ მნიშნელოვანი ნაბიჯი გადადგა იმ დარგების მხარდასაჭერად, რომელშიც სამედიცინო კადრების დეფიციტია – სრულად დააფინანსდება იმ რეზიდენტების სწავლა, რომლებიც ამ მიმართულებით გააგრძელებენ სწავლას. ასევე აცხადებს საუნივერსიტეტო კლინიკების გაძლიერების ხელშეწყობაზეც.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის GRAIL-ის პროექტის ექსპერტებს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის GRAIL-ის პროექტის …