კახა კალაძე: პარკირების გაზრდილი ჯარიმა ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ავტობუსები ჩანაცვლდება

თბილისი (BPI) – პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე იზრდება, თუმცა გაზრდილი ჯარიმა ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მუნიციპალური ავტობუსები ჩანაცვლდება.

„პარკირების ჯარიმის ამოქმედებას რაც შეეხება, ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ჩვენ  ავტობუსების ჩანაცვლებას მოვახერხებთ. ეს პროექტი ჩვენ დაწყებული გვაქვს და ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, როგორც კი ჩვენ გვეყოლება ახალი თანამედროვე, ევროპული ტიპის ავტობუსები, მაშინ ამოქმედდება ეს რეგულაცია. ახალია ავტობუსებით ჩანაცვლების პროცესი შესაძლოა წლის ბოლომდე გაგრძელდეს ან მომავალი წლის დასაწყისამდე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …