კატარულული Milaha-ს საკონტეინერო ახალი სერვისი საქართველოზეც გაივლის

თბილისი (BPI) – კატარულმა სატრანსპორტო-ლოჯისტიკურმა ჯგუფმა Milaha-მ შავი ზღვის საკონტეინერო ახალი სერვისის Black Sea Express Service (BSX) გაშვებაზე განაცხადა.

ეს იქნება პირდაპირი მარშრუტი, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს: საბერძნეთს, თურქეთს, საქართველოს და რუსეთს.

როგორც Milaha-ს პრესსამსახურში განმარტავენ, მარშრუტი BSX ეს არის Milaha-ს პირველი ევროპული სერვისი, რომელიც შავ და ხმელთაშუა ზღვებს ერთმანეთთან დააკავშირებს.

BSX-ი პორტის როტაციაში რთავს: პირეი (საბერძნეთი), Kumport (სტამბოლი), ფოთი (საქართველო), ნოვორასიისკი (რუსეთი), პირეი (საბერძნეთი).

საწყის ეტაპზე სერვისი 1,7 ათასი TEU-ს მოცულობის და 300 სამაცივრე დანადგარის განთავსების შესაძლებლობის 2 კონტეინერით მოემსახურება.

კომპანია Milaha 1957 წელს დაარსდა, რომელიც იყო კატარში დაფუძნებული პირველი საჯარო კომპანია. დღეისათვის Milaha გაზის, ნავთობპროდუქტების, საკონტეინერო და ტვირთების საზღვაო გადაზიდვებზეა ორიენტირებული.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი …