კატარინა ბიორლინ ჰანსენი კობა გვენეტაძისგან ახალ ინიციატივებს ელის

თბილისი (BPI) – EBRD-ი საკანონმდებლო ცვლილებით, კაპიტალის ბაზრის განვითარების ახალ ეტაპს ელის. თვალსაზრისით. ევრობანთან  ერთად, რომლის ტექნიკური დახმარებითაც საკანონმდებლო ბაზა მომზადდა, პროექტის  მხარდამჭერია  სვოპებისა და დერივატივების საერთაშორისო ასოციაციასთან (ISDA).

კანონი ითვალისწინებს დერივატივების ტრანზაქციების შესრულების უზრუნველყოფას, მათ შორის, ურთიერთგაქვითვას (ნეტინგი), საბოლოო ურთიერთგაქვითვას და ფინანსურ გირავნობას, აძლიერებს  მნიშვნელოვან კონცეფციებს. გარიგება  საბოლოოა.

კანონი კომპანიებს საშუალებას აძლევს უსაფრთხოდ და ეფექტურად დააზღვიონ რისკი და მათ შორის, უცხოური ვალუტის და პროცენტის ზემოქმედების შედეგი, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ვალუტის საფინანსო ბაზრის განვითარებას.

კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, განაცხადა: “ეს გააუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს და ჩვენ მადლობლები ვართ საქართველოს ეროვნული ბანკის ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ველოდებით შემდგომ ინიციატივებს.

კობა გვენეტაძემ, საქართველოს ბანკის პრეზიდენტმა, განაცხადა:  “დადგა დრო, რომ შეიქმნას უკეთესი ჰეჯირების და რისკების მართვის შესაძლებლობები დერივატივების გამოყენებით, რისთვისაც სამართლებრივი საფუძველის არსებობა უმნიშვნელოვანესია. დერივატივები საგრძნობლად გააუმჯობესებს საპროცენტო განაკვეთის, ან კურსების ცვალებადობის შედეგად გამოწვეული რისკების მართვის პროცესს. რეფორმა ასევე ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყნებთან დერივატივების ტრანსაქციების განხორციელებას და მოიზიდავს დამატებით ფინანსურ რესურსს ქვეყანაში“, – სებ-ის პრეზიდენტმა EBRD-ს და ISDA-ს  მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

EBRD, ადგილობრივი ვალუტისა და კაპიტალის ბაზრების ინიციატივის ფარგლებში,  მსგავს პროექტებზე მუშაობს აზერბაიჯანში, ბელორუსში, ეგვიპტეში, ლატვიაში, მაროკოსა და უკრაინაში.

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …