Lock and glass globe

კასპერსკის ლაბორატორია: საქართველო კიბერსაშიშროებებისაგან მეზობელ ქვეყნებზე უფრო დაცულია

თბილისი (BPI) – 2019 წლის მეორე კვარტალში, საქართველოში, მომხმარებელთა 26.6% დაექვემდებარა ლოკალურ საფრთხეებს, სომხეთში ისინი დარეგისტრირდნენ მომხმარებლების მოწყობილობათა 33.5% -ზე, აზერბაიჯანში – 39.2% -ზე.

კაპერსკის ლაბორატორიის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს მომხმარებელთა კომპიუტერების 33% შეეჯახნენ ლოკალური საშიშროებით დასნებოვანების მცდელობას, მაშინ როცა სომხეთში ამ მაჩვენებელმა შეადგინა  41 %, აზერბაიჯანში – 47%. ამის შესახებ მოწმობენ   „კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემები.

საშუალოდ მსოფლიოში მეორე კვარტალში  Malware კლასის ლოკალური საფრთხეები დაფიქსირდა მომხმარებელთა კომპიუტერების 22.35% -ზე, მაშინ როცა პირველ კვარტალში ეს მონაცემი ადგენდა 23,62% -ს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ   ლოკალურმა საფრთხეებმა შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს განსაკუთრებით კორპორატიულ მომხმარებლებს. მათთვის  დიდ საშიშროებას წარმოადგენს მოძრავი მატარებლები (USB ფლეშები, მეხსიერების ბარათები კამერებისა და ტელეფონებისთვის, გარე მყარი დისკები). თავდამსხმელები მათზე  ტვირთავენ მავნე პროგრამებს  და ტოვებენ კომპანიის შენობაში ან მის მახლობლად. უყურადღებო თანამშრომლები პოულობენ მათ,  უერთებენ კომპიუტერს და ასნებოვანებენ, რის შემდეგაც  მავნე ობიექტები ვრცელდებიან  კომპანიის ქსელში,  რაც შემდეგ ხდება შპიონაჟის, ფულისა და  ღირებული ინფორმაციის დაკარგვის მიზეზი. ამიტომაც, კომპანიის ინფორმაციული უსაფრთხოების თანამშრომლები  სრული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდნონ  მოწყობილობების ფიზიკურ უსაფრთხოებას და დაამყარონ შესაბამისი კონტროლი  ქსელში ჩართულ მოწყობილობებზე.  ამაში მათ დახმარებას გაუწევს უსაფრთხოების გადაწყვეტილებები ქსელთან წვდომის კონტროლის სისტემით და მოწყობილობის კონტროლის ფუნქციით, რომლებსაც ფლობენ  ბიზნესის ანტივირუსული პროგრამები.

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …