კარტოფილი გაიაფდა პური გაძვირდა

თბილისი (BPI) – ინფლაცია მინიმალურ ნიშნულზეა, 1.5%-მდეა დაწეული. ფასების  ზრდა (m.m) 0.5%-ია. სებ-ის „თვის მიმოხილვის“ თანახმად, დეკემბერში პურის ფასმა 8.4%-ით მოიმატა, წლიურად +13.3%.

სებ-ის „თვის მიმოხილვის“ თანახმად,გაძვირდა ქათმის და ძროხის ხორცი, რაც 0.4%-ით ასახა ინფლაციაზე, რაც ამავე განაკვეთით დააბალანსა ვაშლის, შაქრის, კარტოფილის და პომიდორის გაიაფებამ. საბოლოოდ, სურსათის ინფლაციამ დეკემბერში 1.7% (წვლილი მთლიან ინფლაციაში 0.5%).

განსახვევბული ტრენდია  წინა დეკემბერთან, როცა სურსათს, მომატებული აქციზის გამო სიგარეტის გაძვირებაც დაემატა. ხორცი  9%-ით, რძის პროდუქტმა 8%-ით, ხილის ფასმა კი 13%-ით მოიმატა. იანვარში მდგომარეობა ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადების 8 – 12.6%-ით გაძვირებამ დაამძიმა.

შემთხვევითი სიახლე

სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღო სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული დაკავშირების პირველ შეხვედრაში

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღო სამხრეთ კავკასიის …