კაპიტალის ბაზარი მორიგი ცვლილებების მოლოდინში

თბილისი (BPI) – მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის ორგანიზებით ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პროექტიgaixsna.

პრეზენტაციაზე კობა გვენეტაძემ კაპიტალის ბაზრის გამჭვირვალობის და ინვესტორთა დაცულობის მნიშვნელობაზე განაცხადა.

“მოკლევადიან პრიორიტეტებად დავისახეთ: საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისთვის არსებული საანგარიშგებო მოთხოვნების დახვეწა, ინსაიდერული ინფორმაციის გამჟღავნებასთან, საბაზრო მანიპულაციასა და ინსაიდერული ვაჭრობის აღკვეთასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება, ინვესტორთა მეტი დაცულობისთვის, ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების დადასტურება და დაცვა“, – სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, პროექტის მიზანი  სახელმწიფო ორგანოების დახმარებაა  ფინანსური სექტორის დივერსიფიკაციის და კონკურენტუნარიანობის ზრდის რეფორმებში. ის  რამდენიმე კომპონენტიანია სებ-თან ერთად ჩართულია ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები,  დაზღვევის ზედამხედველობის& ბუღალტრული აღრიცხვის & აუდიტის სამსახურები. პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი კაპიტალის ბაზრის მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებებია.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …