“კანონის უზენაესობის ინდექსით” საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ლიდერობს

კანონის უზენაესობის 2021 წლის ინდექსში საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში I ადგილზე, საშუალოშემოსავლიანი კატეგორიის ქვეყნების ხუთეულში, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო 50 ქვეყანას შორისაა.

„მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის” მიერ წარმოებული კანონის უზენაესობის ინდექსი კანონის უზენაესობის მხრივ ვითარებას 44 ინდიკატორის მიხედვით მსოფლიოს 139 ქვეყანაში აფასებს.

კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, მმართველობის ზომიერება, ფუნდამენტური უფლებები, ნორმატიული უზრუნველყოფა და სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულება – ჩამოთვლილ კატეგორიებში საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზე გავიდა.

44 ინდიკატორიდან განსაკუთრებით გამოსარჩევია კრიმინალისგან თავისუფლების/დანაშაულის კონტროლის ეფექტიანობის ინდექსი. აქაც საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველი, ევროპის საუკეთესო ათეულში მე-9, მსოფლიოში კი მე-14 პოზიციაზეა.

რაც შეეხება კიდევ ერთ კატეგორიას: „კორუფციისგან თავისუფლების ინდექსი” – საქართველო მსოფლიოში 31-ე, ხოლო ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-19 პოზიციას იკავებს.

„მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის” ინდექსის კვლევის მეთოდოლოგია კვალიფიციურ რესპონდენტთა (ექსპერტთა) და მოსახლეობის გამოკითხვას ეფუძნება. ინდექსის კვლევისთვის მსოფლიოში ასეულობით ათასი რესპონდენტი და ექსპერტი გამოიკითხა.

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …