კამპანია ევრო2020-ისთვის – სოკარის მომხმარებლებს ბაქოში მატჩზე დასწრების შანსი ეძლევათ

თბილისი (BPI) – ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი წელს განსაკუთრებული ფორმატით მიმდინარეობს. თამაშები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება. მათ შორის, ერთ-ერთი მეოთხედფინალის მასპინძელი 3 ივლისს აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო იქნება. სწორედ ამიტომ, კომპანია სოკარმა დაიწყო კამპანია, რომელიც კომპლექსურ აქტივობებს გულისხმობს როგორც სოკარის ავტოგასამართ სადგურებზე, ისე – სოციალურ მედიაში.

კამპანია ევრო2020-თან დაკავშირებით ჯერ კიდევ შარშან დაიწყო, როდესაც სოკარმა საქართველოში არსებული 11 ავტოგასამართი სადგური შეფუთა და ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქებად აქცია. რომის, ამსტერდამის, გლაზგოს, ბუდაპეშტის, კოპენჰაგენის, ბილბაოს, ბუქარესტის, მიუნხენის, დუბლინის, ბაქოსა და ლონდონის ძირითადი მახასიათებლებით გაფორმებული სადგურებზე 21 ივნისამდე მისულ მომხმარებელს საინტერესო სიურპრიზები დახვდება. მათ შეეძლებათ, მონაწილეობა მიიღონ სპორტულ აქტივობებში. იღბლიან მომხმარებლებს კი ბაქოს საგზურის მოგების შანსიც მიეცემათ. თითო სადგურზე ერთი გამარჯვებული გამოვლინდება, მონაწილეებს კი სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ.

ბაქოში გამგზავრების შანსი ეძლევათ სოციალური ქსელების მომხმარებლებსაც. სოკარის ონლაინ კამპანიის ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, გადაიღოს ორიგინალური გოლის ვიდეო, ატვირთოს საკუთარ გვერდზე საჯაროდ და დაურთოს ჰეშთეგი #socarscore. 4 საუკეთესო ვიდეოს ავტორს ირაკლი კაკაბაძე, ირაკლი ვახტანგიშვილი, დავით ლაბაძე და გიორგი ჯანელიძე გამოავლენენ. გამარჯვებულები 2 ივლისს ბაქოში გაემგზავრებიან და 3 ივლისს მეოთხედფინალის მატჩს განსაკუთრებული, საპატიო ადგილიდან, SKY BOX-იდან უყურებენ.

ჩაასხი საწვავი სოკარში, შეიძლება გაგიმართლოს და კონკურსის მონაწილე გახდე!

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი …