კალიფორნია vs. ნიუ იორკი

მე მგონი, საგულისხმო გაკვეთილია და ღირს ორი წუთით ამაზე დაფიქრება.

პანდემია დაახლოებით ერთსა და იმავე დროს დაიწყო ნიუ იორკისა და კალიფორნიის შტატებში – 16 მარტს ნიუ იორკში 10 ხოლო 17 მარტს კალიფორნიაში 12 გარდაცვლილი იყო მხოლოდ.

ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა გადაწყვიტა ფოკუსირება ჯანდაცვის სისტემის ტევადობის გაზრდაზე. მოითხოვა 150,000 დამატებითი საავადმყოფოს ლოგინი და 40,000 დამატებითი სასუნთქი აპარატი. პანდემიის დასაწყისისთვის, აშშ-ში სოლიდური რაოდენობის 160,000 სასუნთქი აპარატი იყო, პლიუს 60,000 ე.წ. ანესთეზიის აპარატი, მაგრამ 40,000 დამატებითი აპარატის მოთხოვნა ერთი შტატის მიერ მაინც უაღრესად ბევრი იყო.

კალიფორნიის გუბერნატორმა კი შტატის “დაკეტვა” დაიწყო. და გააკეთა ეს უფრო სწრაფად. სულ რაღაც ოთხი-ხუთი დღით ადრე დაკეტა სკოლები ვიდრე ნიუ იორკში. მალევე “დარჩისახლში” მოითხოვა. ნიუ იორკმა ჯერ 25%-ით მოითხოვა მომუშავე პერსონალის შემცირება, შემდეგ 50%-ით, შემდეგ 75%-ით და მხოლოდ ამის შემდეგ მოითხოვა სრული “დარჩისახლში” – ანუ ის, რითაც კალიფორნიამ თავიდანვე დაიწყო.

რა შედეგები გამოიღო ამ ყველაფერმა?

14 აპრილის მონაცემებით – ანუ სულ რაღაც ერთ თვეში მას შემდეგ რაც თითოეულ ამ შტატში დაახლოებით 10 გარდაცვლილი იყო მხოლოდ – ნიუ იორკში ~11,500 ხოლო კალიფორნიაში ~800 გარდაცვლილია.

ცოტა ადრეა საბოლოო შედეგების შეჯამება, მაგრამ უკვე ყველასთვის ცხადია, რომ ამ პირველ ფაზაში, ნიუ იორკში 10-ჯერ მეტი მსხვერპლი იქნება ვიდრე კალიფორნიაში!!

და ეს მაშინ, როცა კალიფორნიის მოსახლეობა (40 მლნ.) 2-ჯერ მეტია ვიდრე ნიუ იორკის (20 მლნ.)!

და ეს მაშინ, როცა ნიუ იორკის არც-ერთ საავადყოფოში პრაქტიკულად არ ყოფილა არც ადგილის და არც სასუნთქი აპარატის დეფიციტი დღემდე, და როცა გაზრდილი საავადმყოფოების ტევადობა პრაქტიკულად სრულიად გამოუყენებელია მიუხედავად იმისა, რომ ნიუ იორკმა ეს რამოდენიმე დღეა უაღრესად დიდი პიკი გადაიტანა და ბევრი პრობლემების წინაშეც იყო აქ ჯანდაცვის სისტემა.

რა თქმა უნდა, არამცირე როლი აქ იმანაც ითამაშა, რომ კალიფორნიაში დასახლებულობის სიმკვრივე გაცილებით დაბალია, სახალხო ტრანსპორტი ნაკლებად გამოიყენება, ყველა თავის მანქანით გადაადგილდება და ა.შ. შესაბამისად, რაღაც დონეზე ჩაკეტვის მოთხოვნა, როგორც ჩანს საკმარისი აღმოჩნდა კალიფორნიისთვის. იგივე შედეგის მისაღწევად, ნიუ იორკს გაცილებით უფრო აგრესიული ზომებისთვის უნდა მიემართა.

მაგრამ მთავარი როგორც ჩანს მაინც ის იყო, რომ ნიუ იორკმა დააგვიანა.. დააგვიანა “დარჩისახლში”..

მხოლოდ 1 კვირით ადრე რომ დაეკეტათ ნიუ იორკი, თითქმის ბოლომდე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 10-ჯერ ნაკლები მსხვერპლი იქნებოდა შტატში!

ლევან ბაბუხადია

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …